თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული შესყიდვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფლის (წინწყარო, გოლთეთი,ასურეთი,ხაიში, მაწევანი, დიდი და პატარა დურნუკი, ქოთიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი და შავსაყდარი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

პროექტის ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების,სატუმბი სადგურის, გაუსნებოვნების სისტემების, რეზერვუარის, სადაწნეო კოშკის (საჭიროების შემთხვევვაში), სახლის დაერთებების, კორპუსების
შიდა გაყვანილობის, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების
დეტალური პროექტი ყველა დაკავშირებული ობიექტებით (რკინიგზის,
გზის, ხევების, მდინარეებისა და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური
დაბრკოლებების გადაკვეთა, DMA წყალმზომებისა და წნევის
განმტვირთავი (PRV) კამერები ა.შ);

პროექტის განხორციელების შედეგად, 24-საათიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს 8000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 64`875`592 ლარს შეადგენს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=372556&lang=ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები