საჯარო ონლაინლექცია თემაზე – „ოსტატი და მარგარიტა“

23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის Hangouts Meet საშუალებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „ოსტატი და მარგარიტა“, რომელსაც წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი, მიხეილ ანთაძე.
„ვოლანდი, ფაგოტი, აზაზელო, ბეჰემოთი… მიხაილ ბულგაკოვის რომანი “ოსტატი და მარგარიტა” საბჭოთა კავშირში დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო, იმის გამო, რომ გადმოსცემდა 30-იანი  წლების კომუნისტური რეჟიმის სატირულ სურათს და ამავე დროს, მაღალმხატვრულად ასახავდა ეპიზოდებს იესო ქრისტეს ცხოვრებიდან. ლექციაში გაანალიზდება პროტოტიპური პარალელები იმდროინდელ ისტორიულ რეალობასთან, ასევე ავტორის ღრმა ფილოსოფიური მსოფლმხედველობა“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჯარო ლექცია დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის Hangouts Meet საშუალებით ჩატარდება შემდეგ ბმულზე: meet.google.com/yqy-swwh-qmu

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები