ამირან გამყრელიძე: ბევრი მოწოდების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

მისი თქმით, მოწოდების მიუხედავად, ახლა უკვე 22:00 საათის შემდეგ შეკრებები მცხეთაში ფიქსირდება.

„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე კარგად იცავს. უნდა მივეჩვიოთ, შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადაინაცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვეთამაშებით ცეცხლს, ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ასევე, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე მუშაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები