გიორგი გახარია: ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა და ექსპერტის მხრიდან ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, ამის აშკარა მიზანი მოსახლეობაში ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვაა

“ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ კონსოლიდებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე, ეს იყო  კოვიდი და ეკონომიკის გადარჩენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა და ექსპერტის მხრიდან ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, ამის მიზანი კი მოსახლეობაში ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვაა.

“სამწუხაროდ, ბოლო დროს ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა და ექსპერტის მხრიდან ცრუ ინფორმაციები ვრცელდება და ამის აშკარა მიზანია მოსახლეობაში ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ კონსოლიდებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე, ეს იყო  კოვიდი და ეკონომიკის გადარჩენა”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები