ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს.

„კოვიდდადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა… ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია… კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები