პოლიტიკურმა მოძრაობამ “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკური მოძრაობის “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას ” ლიდერმა დღეს თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

1. ისანი – დავით ჭიჭინაძე; 2. ნაძალადევი – ლია მუხაშავრია; 3. დიდუბე -ჩუღურეთი – მიხეილ ქავთარაძე; 4. მთაწმინდა – კრწანისი – კობა ამირხანაშვილი; 5. ზურაბ ნიჟარაძე – საბურთალო; 6. სამგორი – ვაჟა ჟვანია; 7. ლევან ჩხეიძე – ვაკე.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები