გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობასთან გამართა.
შეხვედრაზე სოციალურ პროგრამებზე, საგადასახადო შეღავათებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
“აუცილებლად ვიზრუნებ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, გაგრძელდეს სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, შიდა სასოფლო გზებისა და წყალსადენების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესი”,-აცხადებს ენუქიძე.