ვიქტორ იანუკოვიჩი მზად არის, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მზად არის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები უშედეგო იქნება და ისინი ვერ შეძლებენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას. ამის შესახებ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა იური მიროშნიჩენკომ განაცხადა.
“ICTV”-ს ეთერში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ჩვენ – პოლიტიკოსები ვერ შევძლებთ მოლაპარაკებებს, მაშინ ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი, რითიც შეგვიძლია სიტუაციის განმუხტვა, ეს ვადამდელი არჩევნებია”. პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის კრიზისიდან გამოსასვლელად, ძალადობრივი სცენარის განხორციელება არ განიხილება და  საუბარი არ არის საგანგებო ვითარების შემოღებაზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები