მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე ცნობით, დღე კოვიდით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა.
„კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 64 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში იმყოფება ექვსი პაციენტი, ოთხი არის სიპაპრეჟიმზე. უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე და მძიმე“, – განაცხადა ენდელაძემ.