ფოლკლორის ცენტრის ეზოში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ეზოში ანსამბლი „დიდგორი“ წარდგება მსმენელის წინაშე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განაახლა პროექტი – ხალხური საღამოები.  12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ყოველ ორშაბათს ფოლკლორის ცენტრის ეზოში ანსამბლები სოლოკონცერტებს გამართავენ.
მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლები.
ანსამბლის შემოქმედების პრინციპული მიმართულებაა, ძველი ხალხური სიმღერების მოძიება და მისი საშემსრულებლო ხასიათის საფუძვლიანი შესწავლა. ამ საქმეში გუნდის წევრებს უდიდეს დახმარებას უწევს ძველი საარქივო ჩანაწერები.

კონცერტების განრიგი:

26 ოქტომბერი – „ერისიონი“
2 ნოემბერი – „ადილეი“
9 ნოემბერი – „ანჩისხატი“

,,ხალხური საღამოების“ მიზანია: ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა.

ბილეთები: https://bit.ly/2SIwAZe

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები