თბილისის სააპელაციო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

​შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები