“დავით გარეჯის ისტორიის ბოლო ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ და იმ ოპოზიციის დიდი წვლილი იყო საკითხის გამწვავებაში, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს”
“დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებს, პრემიერმინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.
„დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც – ერთი თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. ამიტომ, მათ ეს კითხვა თავის თავს უნდა დაუსვან, პირველ ყოვლისქ – რატომ მაინცდამაინც ახლა. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ბატონმა ნოღაიდელმა – ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის. თან, მით უმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება მასზე არ იქნება რაღაც სიახლე. ამიტომ, ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და ვერანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.