პრემიერი – 1 200-ლარიან დახმარებაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, თუმცა, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 1 200-ლარიან დახმარებას შეეხებოდა.

“1 200-ლარიან დახმარებას რაც შეეხება – ეს არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული საკითხები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები