შეხვედრა მწერლებსა და პოეტებთან

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე „მზიურის“ პარკში მწერლებსა და პოეტებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს იქნება კომპანია „სიეტეს” მიერ ორგანიზებული გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც ხელს უწყობს ხელოვანთა კარიერულ განვითარებას.
„შეხვედრაზე მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას „სიეტეს” შესახებ და გაეცნობით კომპანიის სამომავლო გეგმებს. ასევე, მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ორგანიზაცია  ხელი შეუწყოს მწერლებისა და პოეტების კარიერის განვითარებას“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
სპიკერები: ლევან გოგოხია, ქეთევან ზუბიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები