ხობის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 6.3 კმ-იანი (კმ298-კმ303 და კმ309-კმ310) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

“პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 961 996 ლარია”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები