ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2209 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2197 ღირდა.
0.0034 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7968 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8002 იყო.