გია ვოლსკი: არჩევნების შედეგად, გვექნება საშუალება, შევქმნათ მთავრობა და ქვეყანა საჯიჯგნად ე.წ. კოალიციურ ძალებს არ მივცეთ

“ჩვენი მონაცემებით, არჩევნების შედეგად გვექნება საშუალება, შევქმნათ მთავრობა და ქვეყანა საჯიჯგნად იმ ე.წ. კოალიციურ ძალებს არ მივცეთ, რომლებიც ერთმანეთის მიმართაც მამა-სისხლად არიან დაპირისპირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი Edison Research-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მთავარი მკვლევარი და შემფასებელი არჩევნებში საზოგადოებაა.

„ჩვენი მონაცემებით, არჩევნების შედეგად გვექნება საშუალება, შევქმნათ მთავრობა და ქვეყანა საჯიჯგნად იმ ე.წ. კოალიციურ ძალებს არ მივცეთ, რომლებიც ერთმანეთის მიმართაც მამა-სისხლად არიან დაპირისპირებული.

არ ვენდობი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ჩატარებულ კვლევას. ამ ტელევიზიის დამფუძნებელი არის ადამიანი, ვინც პასუხები უნდა გასცეს საზოგადოებას განსაკუთრებით იმ თემაზე, რასაც ჰქვია ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები და, ზოგადად, მისი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ – წარსული და დღევანდელი განწყობები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები