„სიყვარულის ეიფორია“ – პრემიერა ღია ცის ქვეშ

16 და 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი მაყურებელს პრემიერაზე იწვევს.„სიყვარულის ეიფორია“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც გაიმართება ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში.
რეჟისორი: დავით შალიკაშვილი;
ქორეოგრაფი: ნინო ლორთქიფანიძე.
„სპექტაკლში ასახულია სასიყვარულო ემოციისგან გამოწვეული მოვლენების განვითარება სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანების, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ცხოვრების წესით, სურვილებით და მიზნებით. თითოეულის ცხოვრებაში სიყვარული გარდამტეხ როლს ასრულებს, უცვლის ჩვეულ რიტმს, უწევთ სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა და დასასრულიც განსხვავებული აქვთ.
ასევე, სპექტაკლი დაკავშირებულია მსოფლიოში დღესდღეობით განვითარებულ მოვლენებთან და ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი რეალობის მთავარ, მიმდინარე პრობლემას. თანამედროვე და კლასიკური ჟანრის პანტომიმა სინთეზურადაა შერწყმული. პლასტიკის ენით გადმოცემული ემოციების ზღვა, სიყვარულის ქარტეხილებში მოხვედრილი ადამიანებისა, გულგრილს არცერთ მაყურებელს დატოვებს“.
სამხატვრო ხელმძღვანელი: ამირან შალიკაშვილი.
ბილეთის ღირებულებაში შედის სამედიცინო პირბადე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები