ნუნუ გელაძეს იტალიაში მთარგმნელის პრემია და ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადაეცა
ჩვენს თანამემამულეს, მთარგმნელ ნუნუ გელაძეს იტალიაში მთარგმნელის პრემია და ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადაეცა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ქეთევან დუმბაძე ავრცელებს ინფორმაციას.
„10 ოქტომბერს ქალაქ ორტა სან ჯულიოში პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის („პოეტები ტბის გარშემო”) და იუნესკოს იტალიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენს თანამემამულეს, მთარგმნელ ნუნუ გელაძეს, ქართული პოეზიის იტალიაში პოპულარიზაციისთვისა და ფესტივალთან ოცწლიანი თანამშრომლობისათვის, მიენიჭა მთარგმნელის პრემია და გადაეცა ალესის კოლექციის ვერცხლის თასი“, – წერს ქეთევან დუმბაძე.