გოჩა ენუქიძე: ეტაპობრივად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რაც მოსახლეობას მთიანი რეგიონის სოფლების შენარჩუნებაში დაეხმარება

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ” ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ლატალის თემში შემავალი ათი სოფლის: იენაშის, იფხის, კვანჭიანარის, ლახუშდის, ლაჰილის, ლელბაგის, ლეშუკვის, მაცხვარიშის, ნანყვამ-ზაგრალის, სიდიანარისა და შყალერის მოსახლეობას შეხვდა.

“აქ ეტაპობრივად ხორციელდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, რომელიც მოსახლეობას მთიანი რეგიონის სოფლების შენარჩუნებაში დაეხმარება”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

ლატალის თემში აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი; რეაბილიტირდა ლატალის საჯარო სკოლა, სპორტული სკოლა, სამედიცინო ამბულატორია; მოეწყო სანიაღვრე არხები და წყალგაყვანილობის სისტემები, მიმდინარეობს სოფელ ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები