უკრაინაში კორონავირუსს მესამე ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 235 ბავშვს გამოუვლინდა. ერთი, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეპანოვის ინფორმაციით, ეს ბავშვებში უკვე მესამე ლეტალური შემთხვევაა.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კოვიდ19   16 612 ბავშვს დაუდასტურდა.

ასევე, სტეპანოვის თქმით, ერთ დღეში ვირუსი მედიცინის 166 მუშაკს გამოუვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი სულ ​17 922 სამედიცინო პერსონალი დაავადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები