“ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ონოფრიშვილი განმარტავს, რომ, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, განვითარდება მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და ახალ სიცოცხლეს შეიძენს კურორტი გუდაურიც.

მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენების შემდეგ, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება და რეგიონი ინვესტორებისათვის მეტად მიმზიდველი გახდება.

„გუდაურის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სატრანზიტო ავტომობილებია. სწორედ ეს უშლით ხელს ტურისტებს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი კურორტზე. ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, ერთიორად გაიზრდება საბაგირო და სათხილამურო გზების ფასი ინვესტორისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულფასოვნად ამოქმედდება და კურორტი უფრო ევროპული გახდება, აღარ იქნება გამონაბოლქვი”, – აცხადებს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები