სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებთან მიმართებით, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში, როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე ვიდრე დადგინდება დიაგნოზი, ტესტირება, რომელიც დღემდე იყო ორ კვირაში ერთხელ ექიმების ჯგუფში, შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს სასწრაფო, გადაუდებელი ექიმების ტესტირება. მიგვაჩნია, რომ ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე – შესაძლო ინფექციის გავრცელებაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები