ზელენსკის სჯერა, რომ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დონბასსა და ყირიმს დაიბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ კრემლის ლიდერი მას დონბასსა და ყირიმს დაუბრუნებს.

ამის შესახებ მან ,,BBC უკრაინა,,-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ, უკრაინის პირველმა პირმა თქვა – “ამის მჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტად კენჭს არ ვიყრიდი.ეს ძალიან რთულია, მართალია, აქ მთელი მსოფლიოს დახმარება გვჭირდება. მაგრამ ამ რწმენას არ ვკარგავ”.

ასევე, ზელენსკიმ თქვა – “რეიტინგებს და ხელისუფლებას არ ებღაუჭება”და წარუმატებლობის შემთხვევაში მზად არის თანამდებობა დატოვოს.

“თუ ომს ვერ დავასრულებ, მაშინ საჭიროა, სხვა ადამიანი მოვიდეს, რომელიც შეძლებს, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ტრაგიკული ისტორია დაასრულოს”, – განმარტა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები