Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა NBC-თან საუბარში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაძლევს კაცობრიობა კოვიდ 19-ის პანდემიას.
“ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ერთადერთი გზაა – სეპერეფექტური და ხელმისაწვდომი ვაქცინის მიღება”, – ამბობს გეიტსი.
მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია ინფექციის გავრცელებას შეაჩერებს და მსოფლიო მასშტაბით დაავადებას დაასრულებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
ბოლო მონაცემით, ვირუსი პლანეტაზე 37 476 666 პირს აქვს დადასტურებული, 1 076 764 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 26 080 856 განიკურნა.