„ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ – წიგნის წარდგენა

13 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ბაღში წიგნის – „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, წიგნი შედგენილია იოსებ (სოსო) ლებანიძისა და ნინო ლებანიძის მიერ.

„ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი იოსებ (სოსო) ლებანიძე 1946 წლის 27 აგვისტოს დაიბადა. იგი ათეული წლების განმავლობაში გამომცემლობა „საქართველოს“ რედაქტორი იყო. შემდეგ, ოცი წელი, ემიგრაციაში იმყოფებოდა. როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნდა, ფიზიკური ტრავმა მიიღო. ამ პერიოდში ქართული ენის სახელმძღვანელო – „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ – დაწერა.

ბატონმა იოსებმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქამდე ვერ შეძლო წიგნის პრეზენტაციის გამართვა. ეროვნული ბიბლიოთეკა დაინტერესებულ პირებს 13 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში, ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით, უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ დისტანციურადაც (ფასი 30 ლარი):
„საქართველოს ბანკი“ ან EKSPRESS ბანკში : GE38BG0000000711295500
პირადი ნომერი: 01020000409
„ლიბერთი ბანკი“: GE23LB0711154555285000
საკონტაქტო ინფორმაცია:
იოსებ ლებანიძე: 595 32 40 08.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა იქონიოთ პირადობის მოწმობა და გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეტყობინებით.
მოგვწერეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონტაქტო ტელ.: 595 300 441
ელ.ფოსტა: mchkonia@nplg.gov.ge
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები