„მესხიშვილელებმა“ ახალი სეზონი „მწვანე თეატრის“ სცენაზე გახსნეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
„დღეს „მესხიშვილელებმა“ ახალი სეზონი გავხსენით!
არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ახალ, ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში” გაიმართა“, – აღნიშნულია თეატრის ფეისბუქგვერდზე.
გაიმართა ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის – „ეფრო კლდიაშვილის“ პრეზენტაცია.
დასმწრე საზოგადოებამ მოისმინა ნაწყვეტი რეჟისორ კოტე აბაშიძის საპრემიერო სპექტაკლიდან – „თქვენო უდიდებულესობავ“, რომელიც ეძღვნება პიესის ავტორის, მესხიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნას.
თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 27 მარტს პანდემიის გამო ვერ გაიმართა, თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოვდნენ.
გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქუთაისის მერიის დაფინანსებით, ქუთაისში კოტე მესხის ძეგლი დაიდგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები