ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0061 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2172 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2233 ღირდა.
0.0047 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7966 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7919 იყო.