“ეპიდვითარების დასტაბილურის პარალელურად, აჭარაში დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა”

“ეპიდვითარება აჭარაში დასტაბილურდა და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გატარებულმა ღონისძიებებმა უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, ეს გვაძლევს საშუალებას და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა. გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე დღის წინ აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და შეადგინა 416 ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში. დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვებისა და უწყებების კოორდინებული მოქმედების შედეგად, რეგიონში შემთხვევების კლების დინამიკა ნარჩუნდება და დღეს აჭარაში ახალი ინფიცირების 190 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პირველი ყოვლისა, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები