სოზარ სუბარი: დავით გარეჯი ჰექტრობით არ იზომება, იქ სულ სხვა სამყარო და სულ სხვა სულიერებაა

„უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იცოდა ყველამ, ამას აღიარებდა ყველა,” – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის” გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები” გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელი მეცნიერები, ხალხი, მაშინდელი ხელისუფლება აღიარებდა და ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი.

„მე საბჭოთა პერიოდში დავით გარეჯში ვმსახურობდი, მე და მამა ირაკლი მახარაძე, ამჟამად მეუფე დავითი ალავერდელი ვიყავით. უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იცოდა ყველამ და აღიარებდა ყველა. ყოველ ხუთშაბათს პარაკლისს ვიხდიდით, როდესაც მივდიოდით ბერთუბანში, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი, ქართული სულიერების კერა, მაგრამ იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელებმაც იცოდნენ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი საყოფაცხოვრებო ცოდნა. მაგალითად როდესაც ბერთუბანში ხდებოდა რესტავრაცია, საქართველოს ძეგლთა დაცვამ ნებართვა აიღო აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვისგან, ჩვენ ჩავატარეთ იქ რესტავრაცია, იქედან ფრესკის ნაწილი წამოღებულია და თამარის ფრესკა ინახება ხელოვნების მუზეუმში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მარტო აზერბაიჯანის ტერიტორია კი არ იყო, არამედ ეს იმას ნიშნავს რომ აზერბაიჯანელი მეცნიერები, ხალხი, მაშინდელი ხელისუფლება აღიარებდა და ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი და ქართული სულიერების კერა. საქართველოს ნაწილი ისტორიულად, მაგრამ იმ პერიოდში მოქცეული იყო აზერბაიჯანის საზღვრებში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, დავით გარეჯი ჰექტრობით არ იზომება, იქ სულ სხვა სამყარო და სულ სხვა სულიერებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები