ზესტაფონში ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს(ფოტო)
ზესტაფონის ერთ – ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ადგილობრივებმა საბრძოლო აღჭურვილობა, საკუთარ ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.
საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ. პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.
საქართველოში იარაღის წარმობა ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში”, – აცხადებენ მერიაში.