მძიმე ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში – გაგრაში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, 5 ოქტომბერს დაწესებული კორონავირუსული შეზღუდვების შემდეგ, დამატებითი რეგულაციები ცხადდება გაგრაში.

კერძოდ, დღეიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებამდე, ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება;

ე.წ.სახელმწიფო უწყებების ე.წ.ხელმძღვანლებს დაევალათ, სამუშაო ადგილებში თანამშრომელთა ყოფნა მინიმუმამდე დაიყვანონ, ის თანამშრომლები კი, რომლებიც სამსახურებში ივლიან, სამუშაო დღეს 14:00 საათზე დაასრულებენ;

რისკ ჯგუფში მყოფი, ასევე, 65 წელს გადაცილებული მასწავლებლები, ასევე დარჩებიან სახლში და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.

ასევე, ჩერდება საგანმანათლებლო წრეებისა და საცეკვაო სექციების მუშაობა;

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუუსლი ვითარება დღითიდღე უარესდება. ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად 100 ცდება.

ბოლო 24 საათში 134 ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილია.

ჯამურად, ე.წ.რესპუბლიკაში 1 976 დადასტურებული შემთხვევაა, 668 გამოჯანმრთელებულია და 16 გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები