5 წლის მხედველობის პრობლემის მქონე ნიკოლოზ თოხაძის დედა პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს დახმარებისთვის მადლობას უხდის
5 წლის მხედველობის პრობლემის მქონე ნიკოლოზ თოხაძის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ 2017 წლიდან დღემდე ნიკოლოზს მხედველობა გააუმჯობესდა – 2017 წელს გერმანიაში ვიზიტის დროს ნიკოლოზის მხედველობა 10-15%- ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, 30%-მდე ავიდა.
ეკა უდესიანი პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს უანგარო დახმარებისთვის მადლობას უხდის. ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო – დავით ზალკალიანი, უკიდეგანო და უზარმაზარი მადლობა ძალიან დიდი ადამიანობისთვის, უანგარო დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და საოცარი ხელშეწყობისთვის.
„ნიკოლოზის მხედველობასთან დაკავშირებით მივიღეთ პასუხები, რომელიც ჩემთვის პირად ძალიან ღირებული და გასახარია. გერმანელმა ექიმებმა გაოცებულებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ 2017 წლიდან დღემდე ნიკოლოზს მხედველობა გააუმჯობესდა – 2017 წელს აქ ვიზიტის დროს ნიკოლოზის მხედველობა სადღაც 10-15%- ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, 30%-მდე ავიდა. იმის გამო, რომ ნიკოლოზის მხედველობის პრობლემა გენეტიკური პათოლოგიით არ არის გამოწვეული და თანაც თვითნებურად უმჯობესდება, არის შანსი რომ კიდევ აიწიოს პროცენტულმა მაჩვენებლემბა.
რასაკვირველია ვიკითხეთ რამდენად სჭირდება ბავშვს ბრაილის შრიფტის გამოყენება და სპეციალიზებულ, უსინათლოთა ბავშვთა სკოლაში სიარული. პასუხად მივიღეთ, რომ არც ერთი სჭირდება და არც მეორე, ლუპით თავისუფლად შეძლებს წერა-კითხვის სწავლასო.
ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო David Zalkaliani, უკიდეგანო და უზარმაზარი მადლობა ძალიან დიდი ადამიანობისთვის, უანგარო დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის, საოცარი ხელშეწყობისთვის.. რომ არა თქვენ ნიკოს კლინიკაში ჩამოყვანას დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებდით. უზარმაზარი მადლობა ყველას – ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობებს, უცნობებს წარმოუდგენელი სითბოსთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის… გულწრფელად მჯერა, ადამიანების დადებითი ემოციები, სიკეთე და სიყვარული სჩადის საოცრებებს. ძალიან გვიყვარხართ და გვეიმედებით“, – წერს ეკა უდესიანი.