შსს უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა,- ამის შესახებ,”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები