ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 2 ათასს აღწევს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 1 976 დადასტურებული შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 134 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 38-ის საშუალო სიმძიმის არის.

ბოლო ერთ დღეში ე.წ რესპუბლიკაში ვირუსს 1947 წელს დაბადებული მამაკაცი ემსხვერპლა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, მამაკაცს ასევე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

სულ 16 გარდაცვლილია.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 18-მა პაციენტმა შეძლო, სულ 668 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები