რუსეთში სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა.

აღინიშნება, რომ ტიხანოვსკაიას სისხლის სამართლის კოდექსის საქმეზე ეძებენ, თუმცა, რა საქმეზეა საუბარი უწყება, არ აკონკრეტებს.

მანამდე, “ტასს”-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტიხანოვსკაია ძებნაში ბელარუსმა გამოაცხადა, “თუმცა, ეს რუსეთშიც განხორციელდება, რადგან საუბარია სახელმწიფოთაშორისი ძებნაზე”.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები