თენგიზ ცერცვაძე: ფაქტია, რომ კორონავირუსის სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას, ჯერჯერობით, ძალიან წარმატებით ვმართავთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არცერთი პაციენტი ტესტისა და ექიმის კონსულტაციის გარეშე არ დარჩენილა.
მისივე თქმით, კორონავირუსის გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, წარმატებით უმკლავდება.
“ფაქტია, რომ ამ სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას, ჯერჯერობით, ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად ვმართავთ. არცერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციისა და ვისაც სჭირდება კლინიკაში მოთავსების გარეშე”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები