კახა კალაძე: არსებობს კანონები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს

​თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის თაობაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრალდებას უპასუხა.

მისი თქმით, არსებობს კანონები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.

„არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ განცხადებას. არასერიოზული განცხადებაა არასერიოზული ადამიანებისგან. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ საზოგადოებას, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. არავინ ხელს არ უშლის. არსებობს კანონები, არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები