თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის ინფორმაციით, მან მოსწავლის დაინფიცირების შესახებ წუხელ შეიტყო. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მოსწავლის ინფიცირება შაბათს გამართულ წვეულებას უკავშირდება, რომელზეც ბავშვი იმყოფებოდა.
ამასთან, თამარ ამზაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და სკოლის შემდგომი ნაბიჯები სპეციალისტების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.