არჩილ თალაკვაძე: 2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე
“პოზიტიური და ოპტიმისტურია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტს.
მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზეა დაგეგმილი.
„2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. მთავრობის მიზანი და გეგმაა, რომ ის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს. მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას გეგმავს. წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე მოცემულია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა – 609. 7 მლ ლარით. წარმოდგენილი კანონის პროექტით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გათვალისწინებულია როგორც 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, ასევე განსაზღვრულია პენსიის 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის ზრდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.