მამუკა არეშიძე – დავით გარეჯზე: ლოგიკა მკარნახობს, რომ კომისიის კომპეტენტურმა წევრმა, ვინც კარტოგრაფიაში ერკვეოდა, დანარჩენ წევრებს ტვინი აურია
“ლოგიკა ამ მოვლენების განვითარებისა მე მკარნახობს, რომ კომისიის კომპეტენტურმა წევრმა, ვინც კარტოგრაფიაში ერკვეოდა და სიტუაცია მიჰყავდა, დანარჩენ წევრებს ტვინი აურია”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუკა ნათლად აჩვენებს, რომ სადავო მონაკვეთები საქართველოს ტერიტორიაზეა.
“ის არის ზოგადი, რომლითაც იხელმძღვანელეს და იქ ბუნდოვნად ჩანს უდაბნო სად არის განლაგებული და ამ 1/200 000-ზე ჩანს ბევრად უფრო კონკრეტულად და ნათლად არის, რომ უდაბნო არის საქართველოს ტერიტორიაზე და, საერთოდ, ეს გარეჯის კომპლექსი – ერთადერთი ობიექტის გარდა, რომელიც სამი კილომეტრის მოშორებით არის, დანარჩენი ყველაფერი არის საქართველოს ტერიტორია. ლოგიკა ამ მოვლენების განვითარებისა მე მკარნახობს, რომ შეგნებულად არის გაკეთებული და კომისიის კომპეტენტურმა წევრმა, ვინც კარტოგრაფიაში ერკვეოდა და სიტუაცია მიჰყავდა, აურია დანარჩენ წევრებს ტვინი”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.