ალექსანდრე მოწერელიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა – “მადლობას გიხდით თავდაუზოგავი შრომისთვის”
აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მისი თქმით, პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია.
“ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენ მიმართ. მადლობას გიხდით იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც თქვენ, პანდემიის პირობებში, სრულიად დაუგეგმავად, სწავლების ონლაინპლატფორმაზე გადასვლით მოგიხდათ. შეძელით, ყველა გამოწვევა დაგეძლიათ და ახლაც, იმავე პირობებში, ასეთივე მონდომებით აგრძელებთ მუშაობას. ვულოცავ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რამდენი ენერგია, შრომა და სიყვარული ჩადეს ამ საქმეში და ქვეყანას ღირსეული თაობები აღუზარდეს. პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენ შევძელით მიგვეღწია, რომ მასწავლებელთა ხელფასის რეგულარული ზრდა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, კარიერული განვითარების სისტემის დანერგვა და ახალგაზრდა კადრების მოტივირება მასწავლებლის მნიშვნელოვან პროფესიაში შესასვლელად ყოფილიყო მაქსიმალურად გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასწავლებლების არსებობა. სერტიფიცირება კი ერთ-ერთი პრიორიტეტული რეფორმაა. კვალიფიციური მასწავლებლები სათანადოდ დაფასდებიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული თაობების აღზრდას!”, – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.