კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან, ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 50-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
90 წლის მამაკაცი კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 22 სექტემბერს მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.
” 1 პაციენტი 90 წლის კაცი გარდაიცვალა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22.09.2020 შეიყვანა. დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 03.10.2020″,- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.