ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 1 გარდაცვლილია

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, ჯამურად, კორონავირუსის 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 602 და დაღუპულია 13 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები