ირაკლი მეზურნიშვილი: “ქართულ ოცნებაში” მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია, ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის

“პარტია “ქართული ოცნების” ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, “ქართული ოცნების” აგიტატორი – ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია.
„პარტია “ქართული ოცნების” ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, “ქართული ოცნების” აგიტატორი – ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან.
საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ პოლიტიკური ასპექტების გარდა, “ქართულ ოცნებაში” მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია.
ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის!” – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები