სექტემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 184 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 88 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 28 ფაქტი, იმერეთში – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, აჭარაში – 11, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 9, მცხეთა მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 265 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 18 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები