ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “მაგისტრს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შ.პ.ს. “მაგისტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, შ.პ.ს. “მაგისტრი” მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპანიაში არსებული რესურსის გათვალისწინებით, დაასაქმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შ.პ.ს. “მაგისტრს” ინფორმაციას მიაწოდებს, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, დასაქმების მსურველი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შ.პ.ს. “მაგისტრის” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით გელბახიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები