81 წლის მხატვრის – ცირა ქვლივიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზი 81 წლის მხატვრის – ცირა ქვლივიძის გამოფენით განაახლებს მუშაობას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მიუხედავად ხანდაზმულობისა, მხატვარი ინტენსიურად მუშაობს, ქმნის ახალ ფერწერულ ტილოებს. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. გაიმართა  მხატვარის ორი პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

მხატვრის ნამუშევრები შეტანილია საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ გამოცემულ კატალოგებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები