საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა მუშაობა განაახლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა დღეიდან მუშაობა განაახლა. პირველ ეტაპზე, დარბაზი სამეცნიერო კვლევებზე მომუშავე პირებს მოემსახურება.

მკვლევართა დარბაზი გაიხსნება შემდეგ ლოკაციებზე:

  • საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
  • უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
  • კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
  • თბილისის ცენტრალური არქივი (ზაქარიაძის ქ. N4).

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები