მთარგმნელთა საერთაშორისო დღეს ცხადდება კონკურსი – „ლიტერა“ მთარგმნელებისთვის“

30 სექტემბერი მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა. მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, წელს პირველად მწერალთა სახლმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი -,,ლიტერა“ მთარგმნელებისთვის”.

პრემია გაიცემა 4 ნომინაციაში:
საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
საუკეთესო პროზაული თარგმანი (რომანი, მოთხრობების კრებული);
საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში (ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები